ავოკადო – სილამაზის საიდუმლო!

0

ავოკადოს სამხრეთ ამერიკაში ათასწლეულებია იყენებენ. არსებობს ძალიან ლამაზი ლეგენდა იმის შესახებ, რომ აცტეკების დედოფალმა გასინჯა ის პირველად და ამით შეინარჩუნა მარადიული სილამაზე და ჯანმრთელობა.

ავოკადო შეიცავს ბევრ ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებას. ამიტომ კარგია მისის მიღება როგორც შინაგანად, ასევე გარეგანად – კოსმეტიკური მიზნით.

ეს ხილი ასევე არის უძლიერესი აფროზიდიაკი – იზიდავს საწინააღმდეგო სქესს. მექსიკაში, სადაც ავოკადო ბუნებრივ პირობებში იზრდება, არსებობს ძალიან გემრიელი ტრადიციული კერძი – გ უ ა კ ა მ ო ლ ე, რომელიც გამოიყენება როგორც სოუსი ბოსტნეულის კერძისთვის. ასევე ის კარგია პურზე წასასმელად.

გთავაზობთ გუაკამოლეს რამოდენიმე რეცეპტს:20120718-DSC_8394-2

1) – 2 ავოკადო

– 1 ლაიმის წვენი

– 1 მწვანე ბულგარული წიწაკა

– ოხრახუში

– პიტნა

– 1 ჩ.კ. ზეითუნის ზეთი

– მარილი

– წიწაკა (საერთოდ გამოიყენება ჩილი, მაგრამ დიეტური თვალსაზრისით ჩილის ზედმეტ გამოყენებას არ გირჩევთ)

2) – 2 ავოკადო

– 2 ლაიმის წვენი

avocado_570– 3 პამიდორი

– 1/2 ცხარე წიწაკა

– 1/2 წითელი ხახვი

– 1-2 კბილი ნიორი

– 1 ჩ.კ. ზეითუნის ზეთი

– ქინძი

– რეჰანი (შეიძლება ნიახურიც)
ჯერ ვასუფთავებთ ავოკადოს თესლისგან და კანისგან, ვასხამთ ზედ ლაიმის წვენს, შემდეგ ვამატებთ დანარჩენ ინგრედიენტებს და ყველაფერს ერთად ვაბლენდერებთ.

კარგია გუაკამოლე როგორც გრილზე შემწვარ ბოსტნეულთან, ასევე ბოსტნეულის სალათის შესაკმაზად. შეგვიძლია ასევე წავუსვათ ჭვავის პურზე ან “ხლებცი”-ზე.

ავოკადო უნდა ვიხმაროთ საკვებში მწიფე. შესამოწმებლად დააჭირეთ ყუნწთან ხელი, თუ რბილია- ესეიგი მწიფეა. თუ მაგარია, შეგვიძლია დასამწიფებლად შევახვიოთ ვაშლთან ერთად 1 დღე და დამწიფდება. მწიფე ავოკადოს კანი ძალიან ადვილად ცილდება. თუ გაჭრილ ავოკადოს რბილობზე აქვს ყავისფერი ლაქები, ესეიგი გადამწიფებულია. ასეთიც არ მიირთვათ. ეს ლაქები ტოქსიურია!

გამოიყენეთ ბუნებრივი პროდუქტები და აღიდგინეთ ჯანმრთელობა და სილამაზე!

თქვენი მარი მილორავა

 

 

კომენტარები

comments

დააშეარეთ:

კომპანიის შესახებ

Body Care

Body Care – ეს არის სხეულის საკორექციო ცენტრი, სადაც ხდება გახდომა, სხეულის ნებისმიერი ზონის კორექცია. თქვენს სილამაზესა და მშვენიერებაზე ზრუნავს პროფესიონალი და გამოცდილი კოლექტივი ინდივიდუალური მეთოდოლოგიით.

Leave A Reply