საცურაო კოსტიუმი – “სწორკუთხა” სხეულის ფორმისთვის

0

00“სწორკუთხა” სხეულის ფორმის სხეულს ხშირად “ბანანსაც” უწოდებენ. ათლეტური აღნაგობის მქონე ქალბატონების სხეული ითვლება უნისექსის ესთეტიკის ეტალონდა-ვიწრო ბიჭური თეძოები, პატარა მკერდი და განიერი წელი. მამაკაცური ტიპის სხეული მქონე ქალების ძირითადი ამოცანაა გარეგნულად შემატონ ფიგურას მოცულობა და ნაკვთები, ამიტომ მათ უნდა შეარჩიონ უჩვეულო, რთული თარგის ასიმეტრიული მოდელები.

იდეალური ვარიანტია კაშკაშა “ტრიკინი” ან “მონოკინი”, რომელიც ქმნის ნაკვთების და ფორმის ილუზიას-სამკუთხა ბიუსჰალტერი ან თასმებიანი ბიკინი-ყველაზე მარტივი მეთოდია ბიჭურ ფიგურას ქალურობა შემატოთ.

მკერდს და თეძოებს მოცულობას მიანიჭებს ასევე დეკორატიული ელემენტები-ფუშფუშები, დრაპირება ან მსხვილი ნახატები-აბსტრაქტული და გეომეტრიული პრინტი, კოპლები..

მკერდის ხაზს გაუსვამს ასევე სილიკონიანი ჩანართების მქონე ბიუსჰალტერით.

არ ჩაიცვათ სპორტული სტილის საცურაო კოსტუმები და უთასმო “ტანკინი”, ასევე მოერიდეთ მონოქრომულ გაფორმებას და მარტივ ნახატებს. ბიჭური ფიგურის მთავარი მტერია მკერდზე მოჭერილი ლიფი-ბანდო, რომელიც ხაზს უსვამს ვიწრო მხრებს და გარეგნულად ამცირებს მკერდის ზომას.

 

კომენტარები

comments

დააშეარეთ:

კომპანიის შესახებ

Body Care

Body Care – ეს არის სხეულის საკორექციო ცენტრი, სადაც ხდება გახდომა, სხეულის ნებისმიერი ზონის კორექცია. თქვენს სილამაზესა და მშვენიერებაზე ზრუნავს პროფესიონალი და გამოცდილი კოლექტივი ინდივიდუალური მეთოდოლოგიით.

Leave A Reply