ასკილის ჩაი წონის დაკლებაში დაგეხმარებათ!

0

გაზაფხულის ავიტამინოზის დროს ჩვენი დღიური “სითხის რაციონში” სასურველია შევიყვანოთ ასკილის ჩაი!

ამ კენკრას აქვს ბევრი სასარგებლო თვისება:

  • გამოყავს ზედმეტი სითხე უჯრედშორისი სივრციდან და ხსნის შეშუპებას.
  • ააქტიურებს კუჭნაწლავის ტრაქტის მუშაობას და კარგია ყაბზობის დროს.
  • წმინდავს ორგანიზმს ტოქსინებისგან.
  • აქვს უდიდესი მარაგი მინერალ კალიუმის, ამიტომ განსაკუთრებით კარგია მარილიანი საკვების მოყვარულთათვის.
  • C ვიტამინის დიდი მარაგი კი გვაძლევს ენერგიას და აუმჯობესებს კაპილარული სისხლის მიმოქცევას.

როგორც მიხვდით, ყველა ეს თვისება ერთად კი ხელს უწყობს წონის კლებას. ამიტომ ასკილის ჩაის მიღება ძალიან კარგია განსაკუთრებით გაზაფხულზე!

ასკილის ჩაი ძალიან ადვილად მზადდება. საღამოს თერმოსში 2 ს.კ. ასკილზე ვასხამთ 2 ჭიქა ცხელ წყალს. დილიდან კი შეგვიძლია მივირთვათ.

ასკილის ჩაი კარგია გაზაფხულზე საკვებზე დასაყოლებლად ბავშვებისათვის და გამოფიტული მოზრდილი ორგანიზმისთვის. გახდომის მიზნით კი მიირთვით ეს ჩაი ჭამამდე 15-20 წუთით ადრე.

აღნიშნული სასარგებლო თვისებების გარდა მისი მოტკბო გემო ჭამამდე იწვევს დანაყრების შეგრძნებას და ამის შემდეგ საკვებსაც უფრო ცოტა რაოდენობით ვიღებთ.

გირჩევთ მიირთვათ ასკილი დღის განმავლობაში არაუმეტეს 1-2 ჭიქისა, რადგან, როგორც ყველა პროდუქტს, მასაც აქვს უკუჩვენებები – ესენია: გასტრიტი მაღალი მჯავიანობით, ენდოკარდიტი, ტრომბოფლებიტი, თირკმლების დისფუნქცია.

იზრუნეთ საკუთარ თავზე და გამოიყენეთ ბუნებრივი პროდუქტები!

თქვენი მარი მილორავა

კომენტარები

comments

დააშეარეთ:

კომპანიის შესახებ

Body Care

Body Care – ეს არის სხეულის საკორექციო ცენტრი, სადაც ხდება გახდომა, სხეულის ნებისმიერი ზონის კორექცია. თქვენს სილამაზესა და მშვენიერებაზე ზრუნავს პროფესიონალი და გამოცდილი კოლექტივი ინდივიდუალური მეთოდოლოგიით.

Leave A Reply