კანის მიკროცირკულაციის გასაძლიერებელი სქრაბი

0

მასალა:

  • 2 კივი
  • 2 ჩ.კ. კონიაკი (ბრენდი)
  • 1-2 ჩ.კ. დაფქული მიხაკი
  • 1 ს.კ. თაფლი
  • 2 ს.კ. ყავისფერი შაქარი
  • 1/2 ჭიქა ზეთი

ავურიოთ ერთმანეთში ზეთი, კონიაკი და მიხაკი, შევათბოთ ეს ნარევი წყლის აბაზანაზე, შემდეგ ჩავამატოთ კივის პიურე, ბოლოს კი თაფლი და შაქარი.

შევიზილოთ სქრაბი შხაპის შემდეგ წრიული მოძრაობებით ქვემოდან ზემოთ.

სანამ შაქარს ჩაუმატებდეთ, წაისვით სქრაბი ცოტა ხნით იდაყვის შიდა მხარეზე, რომ დატესტოთ ალერგიული რეაქცია.

გამოიყენეთ სეზონური პროდუქტები და იყავით ლამაზები!

თქვენი მარი მილორავა

კომენტარები

comments

დააშეარეთ:

კომპანიის შესახებ

Body Care

Body Care – ეს არის სხეულის საკორექციო ცენტრი, სადაც ხდება გახდომა, სხეულის ნებისმიერი ზონის კორექცია. თქვენს სილამაზესა და მშვენიერებაზე ზრუნავს პროფესიონალი და გამოცდილი კოლექტივი ინდივიდუალური მეთოდოლოგიით.

Leave A Reply