ქათმის სალათი ფორთოხლითა და ვაშლით

0

მასალა:

  • ქათმის თეთრი ხორცი
  • სტაფილო
  • მწვანე ვაშლი
  • ფორთოხალი
  • მწვანე სალათის ფოთლები
  • რუკოლუ
  • სოიოს სოუსი
  • ზეითუნის ზეთი
  • ცოთა თაფლი

ქათამი მოვხარშოთ, გავაცივოთ და დავჭრათ წვრილ ჩხირებად. სტაფილო და ვაშლი გავხეხოთ მსხვილ სახეხზე. ფორთოხალი დავჭრათ მრგვალად და შემდეგ 4 ნაწილად. მწვანე სალათი და რუკოლუ გავრეცხოთ, გავამშრალოთ და დავგლიჯოთ მსხვილ ნაჭრებად.

სოიოს სოუსი, ცოტა თაფლი და ზეითუნის ზეთი ავურიოთ ერთმანეთში (შეგვიძლია ცოტა ლიმონის წვენიც) და მოვასხათ სალათს.

გემრიელი განტვირთვა გამოგივათ საახალწლო დღეებში! 🙂 🙂
თქვენი მარი მილორავა

კომენტარები

comments

დააშეარეთ:

კომპანიის შესახებ

Body Care

Body Care – ეს არის სხეულის საკორექციო ცენტრი, სადაც ხდება გახდომა, სხეულის ნებისმიერი ზონის კორექცია. თქვენს სილამაზესა და მშვენიერებაზე ზრუნავს პროფესიონალი და გამოცდილი კოლექტივი ინდივიდუალური მეთოდოლოგიით.

Leave A Reply