ვიტამინებით მდიდარი საზამთრო ნუგბარი – ქაცვის კისელი ვაშლით!

0

იცოდით, რომ ქაცვი ბოლო დროს შევიდა იმ პროდუქტების სიაში, რომელიც გახდომას უწყობს ხელს. ის შეიცავს ომეგა-7-ს, რომელიც არეგულირებს ცხიმოვან ცვლას და ხელს უშლის ცხიმოვანი დეპოების წარმოქმნას. ესეიგი ეს პროდუქტი ხელს გვიშლის გასუქებაში!

04_ApplesSeabuckthornდღეს გთავაზობთ ვიტამინებით მდიდარ საზამთრო ნუგბარს – ქაცვის კისელს ვაშლით.

მასალა:

  • 200გრ ვაშლი
  • 2 ს.კ.ქაცვი
  • 3 ს.კ შაქარი
  • 1 ს.კ სახამებელი
  • 5 ჭიქა წყალი

ვაშლი გავთალოთ, გავხეხოთ წვრილ სახეხზე. დაჭყლეტილ ქაცვს ავურიოთ 1 ს.კ. შაქარი, დავასხათ 1 ჭიქა წყალი, კარგად ავურიოთ და გავწუროთ. ქაცვის დარჩენილ მასაში ჩავყაროთ ვაშლის კანი და გულები, დავასხათ 2 ჭიქა მდუღარე წყალი, ვადუღოთ 5 წუთი და გადავწუროთ. ამ ნახარშში ჩავყაროთ დარჩენილი შაქარი (2 ს.კ.), გახეხილი ვაშლი, მივიყვანოთ ადუღებამდე და ჩავასხათ სახამებლის მასა (წინასწარ სახამებლის მასას შევურიოთ გაწურული ქაცვის წვენი). სახამებელთან ერთად წამოდუღების შემდეგ კი ყველაფერი გამოვრთოთ.

ჩაასხით კისელი გამჭვირვალე ჭიქებში (ფერითაც რომ ისიამოვნოთ), გააცივეთ და მიირთვით გემრიელად!
თქვენი მარი მილორავა

 

კომენტარები

comments

დააშეარეთ:

კომპანიის შესახებ

Body Care

Body Care – ეს არის სხეულის საკორექციო ცენტრი, სადაც ხდება გახდომა, სხეულის ნებისმიერი ზონის კორექცია. თქვენს სილამაზესა და მშვენიერებაზე ზრუნავს პროფესიონალი და გამოცდილი კოლექტივი ინდივიდუალური მეთოდოლოგიით.

Leave A Reply