ხურმის ნიღაბი ძალიან მშრალი კანისთვის

0

არ გამოტოვოთ ამ სეზონზე ტრადიციული ზამთრის ნუგბარი – ხურმა. ის კარგი საკვები პროდუქტია, რომელიც გვიქვეითებს მადას (თავისი სიტკბოს დამსახურებით), გვავსებს “ზღვის ვიტამინების” მთელი კომპლექტით. ხურმის მიღება განსაკუთრებით კარგია ფარისებრი ჯირკვლის ჰიპოფუნქციის დროს.

ხურმა ასევე ჯადოსნური პროდუქტია ზამთარში ძალიან გამომშრალი კანის დასატენიანებლად და საკვებად.
გთავაზობთ ხურმის ნიღაბს ძალიან მშრალი კანისათვის:

მასალა:

– 2 ს.კ. ხურმის რბილობი
– 1 ჩ.კ. ზეითუნის ზეთი
– 2 ჩ.კ. არაჟანი

კარგი იქნება, თუ ამ ნარევს ჩავამატებთ 3-3 წვეთ A და E ვიტამინს.
ნიღაბი გავიჩეროთ სახეზე და ყელზე 20წუთი და ჩამოვიბანოთ თბილი წყლით.
წაისვით ეს ნიღაბი 3 დღე ზედიზედ და თქვენ კანს ვერ იცნობთ! 🙂 

ნიღბის ერთადერთი უკუჩვენებაა ალერგია. ამიტომ ხმარების წინ წაისვით ნიღაბი იდაყვის შიდა მხარეზე და დაელოდეთ 10 წუთი.

იზრუნეთ სილამაზეზე
თქვენი მარი მილორავა

კომენტარები

comments

დააშეარეთ:

კომპანიის შესახებ

Body Care

Body Care – ეს არის სხეულის საკორექციო ცენტრი, სადაც ხდება გახდომა, სხეულის ნებისმიერი ზონის კორექცია. თქვენს სილამაზესა და მშვენიერებაზე ზრუნავს პროფესიონალი და გამოცდილი კოლექტივი ინდივიდუალური მეთოდოლოგიით.

Leave A Reply