მასალა:
- ფეიხოა-600გრ
- ლიმონი-1ცალი
- კოჭა (ჯანჯაფილი)- 3 ს.კ.
- წყალი-1/2ჭიქა
ფეიხოა გავრეცხოთ, მოვაჭრათ ბოლოები, გავჭრათ შუაზე და დავაბლენდეროთ ჩავამატოთ ლიმონის წვენი, გახეხილი ცედრა და ჯანჯაფილი. ბოლოს შევურიოთ შაქარი.ჩავასხატ ეს მასა თასში, ჩავამატოთ წყალი და ვხარშოთ ნელ ცეცხლზე 10-15 წუთი, თან ხშირად ვურიოთ. ჩავასხათ ცხლად სტერილურ ქილებში და შევინახოთ სიცივეში.
მიირთვით ჯანმრთელი სეზონური პროდუქტები და შეინარჩუნეთ ჯანმრთელობა!
თქვენი მარი მილორავა