შემწვარი კარტოფილის შემცვლელი დიეტური კერძი!

0

„გოგრის ბრაწულა ბერძნულად“

ყველას გვიყვარს შემწვარი კარტოფილი, მაგრამ ეს ხომ კალორიების ბომბია – სახამებელი და ცხიმი ერთად!

რადგან ამ სეზონზე ყველაზე მეტად არის წონის მომატების საშიშროება, მოდით შევცვალოთ ეს კერძი საოცრად გემრიელი და არომატული გოგრის ბრაწულათი.  იმის გარდა, რომ კარტოფილს გავს გემოთი და კონსისტენციით, გოგრას ხომ აქვს ჯადოსნური ვიტამინი T, რომელიც შლის ცხიმებს.

მასალა:balkabagi

  • 300გრ გოგრა
  • 50გრ ტომატის პასტა
  • მარილი
  • წითელი წიწაკა
  • გამხმარი ბაზილიკი
  • ზეითუნის ზეთი

გოგრა დავჭრათ კარტოფილივით თხლად, დავაყაროთ ტაფაზე გაცხელებულ ზეითუნის ზეთს და მოვბრაწოთ რამოდენიმე წუთი.  შემდეგ დავაყაროთ მარილი, წიწაკა, ბაზილიკი, ტომატის პასტა, კარგად ამოვურიოთ, დავახუროთ და ნელ ცეცხლზე ვწვათ დარბილებამდე.

კერძს შეგიძლიათ ჩაუმატოთ ნებისმიერი თქვენთვის სასურველი სანელებელი.

მიირთვით გემრიელად!

თქვენი მარი მილორავა

კომენტარები

comments

დააშეარეთ:

კომპანიის შესახებ

Body Care

Body Care – ეს არის სხეულის საკორექციო ცენტრი, სადაც ხდება გახდომა, სხეულის ნებისმიერი ზონის კორექცია. თქვენს სილამაზესა და მშვენიერებაზე ზრუნავს პროფესიონალი და გამოცდილი კოლექტივი ინდივიდუალური მეთოდოლოგიით.

Leave A Reply