ხურმა – შემოდგომის საჩუქარი ბუნებისაგან!

0

დღეს გაგაცნობთ შემოდგომის კიდევ ერთ საჩუქარს ბუნებისგან – ეს გახლავთ ხურმა!ft232a_1

ამ პროდუქტმა, შეიძლება ითქვას, “სულზე მოგვისწრო”  შემოდგომის დეპრესიის და ტკბილეულის დიდი რაოდენობით მიღების შემთხვევაში.

განწყობას გვიმაღლებს არამარტო პროდუქტის ხალისიანი მზიური ფერი, არამედ მისი შემადგენლობაც. ხურმით და კარალიოკით შეგვიძლია წარმატებით შევცვალოთ შოკოლადი და ნამცხვრები.

ხურმა შეიცავს დიდი რაოდენობით ფრუქტოზას, რომელიც სიტკბოთი გვაკმაყოფილებს და არ გამოყოფს ზედმეტ ინსულინს.  ეს ძალიან ტკბილი პროდუქტი მალე იძლევა დანაყრების შეგრძნებას და ამით შეუცვლელია დიეტის დროს ტკბილის მოყვარულთათვის. თანაც ამ ხილს ხომ მხოლოდ 60კკალ აქვს 100გრ პროდუქტზე.

ხურმა შეიცავს:

  • მინერალებს გულ-სისხლძარღვთა სისტემისათვის უფრო დიდი რაოდენობით, ვიდრე ვაშლი. ამიტომ მას ზოგჯერ “გულის ვაშლსაც“  უწოდებენ.
  • დიდი რაოდენობით რკინას – ამიტომ კარგია ანემიის დროს.
  • ბეტა-კაროტინს – რომელიც ძლიერი ანტიოქსიდანტია, შლია თავისუფალ რადიკალებს და ამით ებრძვის კანის სიბერეს. შეგვიძლია სეზონზე გამოვიყენოთ ხურმის ნიღბები ნაღებით ან არაჟნით.
  • C და B ვიტამინები ხურმაში იცავს ჩვენს კაპილარებს.

გამოიყენეთ ხურმა და კარალიოკი დიეტის დროს და ვერც კი იგრძნობთ, რომ დიეტაზე ხართ! J

ხურმით შეიძლება ისაუზმოთ, მიირთვათ ის კვების შუალედებში და აგრეთვე მოიწყოთ განტვირთვის დღეები (1,5კგ ხურმა ან კარალიოკი და 2 ლ სითხე. შეიძლება ასევე დავამატოთ 200გრ ჭვავის პური და ნახევარი ჭიქა 1%-იანი კეფირი)

ასევევ შეიძლება ხურმისგან სეზონზე მოვამზადოთ დიეტური და გემრიელი კერძები.

ხურმის მიღება არაა რეკომენდებული დიაბეტის, ალერგიის, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ნაწიბურივანი პროცესების და ძლიერი ყაბზობის დროს.

გამოიყენეთ სეზონური პროდუქტები!  ისინი ამ დროს განსაკუთრებით მარგებელია.

თქვენი მარი მილორავა

კომენტარები

comments

დააშეარეთ:

კომპანიის შესახებ

Body Care

Body Care – ეს არის სხეულის საკორექციო ცენტრი, სადაც ხდება გახდომა, სხეულის ნებისმიერი ზონის კორექცია. თქვენს სილამაზესა და მშვენიერებაზე ზრუნავს პროფესიონალი და გამოცდილი კოლექტივი ინდივიდუალური მეთოდოლოგიით.

Leave A Reply