დაბალკალორიული და ვიტამინებით სავსე – ფეიხოას კომპოტი

0

2013-10-17-06მასალა:

  • 500 გრ ფეიხოა
  • 2,5 ლ წყალი
  • 1 ჭიქა შაქარი

ფეიხოას მოვაჭრათ თავები, ჩავყაროთ 3-ლიტრიან ქილაში. ცალკე მოვხარშოთ შაქრიანი სიროფი და ცხლად დავასხათ ხილს. მოვხუფოთ.

დღესვე სახმარად შეგვიძლია იგივე მასალას დავასხათ სიროფი, ვადუღოთ 5 წუთი, გავაცივოთ და მივირთვათ.

100 გრ ფეიხოაში არის სულ 49კკალ. ეს კომპოტი არის ძალიან დაბალკალორიული და იმ ვიტამინებით გაჯერებული, რომელიც ზამთარში განსაკუთრებულად გვჭირდება. თან ამავე დროს საოცრად არომატული.

მიირთვით გემრიელად!

თქვენი მარი მილორავა

კომენტარები

comments

დააშეარეთ:

კომპანიის შესახებ

Body Care

Body Care – ეს არის სხეულის საკორექციო ცენტრი, სადაც ხდება გახდომა, სხეულის ნებისმიერი ზონის კორექცია. თქვენს სილამაზესა და მშვენიერებაზე ზრუნავს პროფესიონალი და გამოცდილი კოლექტივი ინდივიდუალური მეთოდოლოგიით.

Leave A Reply