ვარჯიში ორსულთათვის!

0

ფიზიკური აქტივობა და ვარჯიში ადამიანის ჯანმრთელობისა და ორგანიზმის ჯანსაღი ფუნქციონირებისათვის აუცილებელია. რეგულარული ვარჯიში ყველას გვეხმარება ენერგიულად ვიგრძნოთ თავი.

წონისა და ენერგიის შენარჩუნების განსაკუთრებული საჭიროება ორსულობის დროს დგება. ზოგიერთი ფიქრობს, რომ ორსულობის პერიოდში ფიზიკური აქტივობა მავნებელია. ეს არასწორია! თუმცა მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რა დოზითაა დასაშვები ფიზიკური აქტივობა ამ არაჩვეულებრივ, ქალისთვის ყველაზე სასიამოვნო პერიოდში.

ვარჯიში ორსულების ზოგად მდგომარეობას აუმჯობესებს და ამცირებს ისეთი ტიპის დისკომფორტს, როგორიცაა წელის ტკივილი და მუდმივი დაღლილობის შეგრძნება.

თუ ორსულობამდე რეგულარულად არ ვარჯიშობდით, მხოლოდ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ შეგიძლიათ სხვადასხვა სპეციალური მსუბუქი ვარჯიშების შესრულება. ხოლო თუ ორსულობამდე სპორტით იყავით დაკავებული, არ შეწყვიტოთ, არ მოდუნდეთ და საშუალო ინტენსივობით გააგრძელეთ ჩვეულებრივი ვარჯიშები (გამონაკლისებს ექიმი გაგაცნობთ).

გინეკოლოგები რეკომენდაციას უწევენ 10 წუთიან სუნთქვით და 30 წუთიან ფიზიკურ ვარჯიშებს. და ისევ მხოლოდ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ.

ორსულობის პერიოდში ფიზიკური აქტივობისას გასათვალისწინებელია ორსულობის ვადები და ნაყოფის აქტივობა ვარჯიშამდე და მის შემდეგ.

უსაფრთხო და სასარგებლო აქტივობად ითვლება ცურვა, ტემპში სიარული ან დაბალი ინტენსივობის აერობიკა. თავი შეიკავეთ ისეთი ტიპის აქტივობისაგან, რომლის დროსაც შესაძლებელია სუნთქვა შეგეკრათ, ან ისეთი აქტივობისაგან, სადაც დავარდნის ან ნაყოფის დაზიანების საფრთხე არსებობს.

ზოგადი რეკომენდაციები ორსულებისათვის:

  • სვით წყალი ვარჯიშამდე, ვარჯიშის დროს და მის შემდეგpregfit4
  • ივარჯიშეთ სწორ სიბრტყეზე ტრავმებისგან თავის დასაცავად
  • არ ივარჯიშოთ გადაღლამდე
  • ჩაიცვით სპორტული ფეხსაცმელი
  • ჭამეთ მინიმუმ ერთი საათით ადრე ვარჯიშამდე
  • შეწყვიტეთ ვარჯიში თუ დაიღლებით
  • ყველა ვარჯიში დაიწყეთ ნელ-ნელა, დაამატეთ თითო-თითო მოძრაობა რამდენიმე დღეში ერთხელ, სანამ ახვალთ საჭირო რაოდენობამდე
  • და ბოლოს… ყველაზე (და თითქმის ყველა ორსულისთვის) მისაღები აქტივობა არის ფეხით სიარული

ნებისმიერი დამატებითი სიმპტომის გაჩენის შემთხვევაში (ტკივილი, უსიამოვნო შეგრძნება, გულის აჩქარება, თავბრუსხვევა) სასწრაფოდ ჩაიტარეთ ექიმთან განმეორებითი კონსულტაცია!

დატკბით ორსულობის შესანიშნავი პერიოდით და ცხოვრების ახალი ეტაპით!

კომენტარები

comments

დააშეარეთ:

კომპანიის შესახებ

Body Care

Body Care – ეს არის სხეულის საკორექციო ცენტრი, სადაც ხდება გახდომა, სხეულის ნებისმიერი ზონის კორექცია. თქვენს სილამაზესა და მშვენიერებაზე ზრუნავს პროფესიონალი და გამოცდილი კოლექტივი ინდივიდუალური მეთოდოლოგიით.

Leave A Reply