როგორ გამოვძერწოთ სხეული!

0

წონაში მომატების მიზეზი სხვადასხვაგვარი შეიძლება იყოს, წონის მატებას ხშირ შემთხვევაში იწვევს  არასწორი კვება, სტრესი თუ ფიზიკური აქტივობის არარსებობა. ყველაფრის საწყისი კი ჰორმონალური დისბალანსია, თუკი ჰორმონები ოდნავ მაინც ირევა, შესაძლებელია წონაშიც მოვიმატოთ.

წონაში მატება ჩვენს სხეულზე სხვადასხვაგვარად აისახება, ზოგჯერ ცხიმები ერთ ადგილზე „მაგრდებიან“ და შედეგად ვიღებთ არასასურველი ფორმის მუცელს, თეძოებს, დუნდულებსა თუ წელს. აქ უკვე მთავარია მივაგნოთ მიზეზს, რამ გამოიწვია წონის მატება, შემდგომ კი შევუდგეთ „მუშაობას.“ ჩვენი ჰორმონების „საქციელების“ დარეგულირება ხომ  ჩვენზეა დამოკიდებული.

როგორც წესი, დიდი მუცელი ხანგრძლივი სტრესის შედეგია, რის გამოც სტრესის ჰორმონის დონე სხეულში მუდამ მაღალია, ეს კი თავის მხრივ ინსულინის ჭარბ გამომუშავებას იწვევს და სხეულს აიძულებს ცხიმები მუცლის მიდამოებში შეინახოს.

წელის მიდამოში ცხიმების დაგროვება ხდება მაშინ, როდესაც სხეულის უჯრედები სწორად არ რეაგირებენ ინსულინზე და სისხლში გადააქვთ ჭარბი გლუკოზა. ამის გამო ცხიმის დაგროვება სწორედ წელის გარშემო იწყება.

დუნდულებისა და თეძოების ფორმების ზრდა უამრავმა მიზეზმა შეიძლება გამოიწვიოს, მათ შორის კონტრაცეპტული აბების ხშირმა მოხმარებამ.

თუკი ჭარბი წონა გენეტიკურია, არც ეს არის პრობლემა, მთავარია ჩვენ სხეულზე „მუშაობას“ კომპლექსურად მივუდგეთ და შედეგიც არ დააყოვნებს.

Body Care-ში არსებული სპეციალური აპარატების საშუალებით შესაძლებელია სხეულის „გამოძერწვა.“ სხეულის საკორექციო კურსები სასურველ შედეგამდე მიგიყვანთ: პრესოთერაპია – უნიკალური საშუალება ცელულიტების დასამრცხებლად. ვაკუუმური მასაჟი, რომელიც აერთიანებს თერაპიულ და კოსმეტოლოგიურ ელემენტებს. ხდება ძლიერი ლიმფოდრენაჟი, იშლება ღრმა ცელულიტი და იჭიმება კანი.  ტონინგისა და ლიფტინგ-მიოსტიმულაციის აპარატები, სურვილისამებრ ამკვრივებს, ათხელებს და ადიდებს კუნთებს. ჰიდრომასაჟი – წყლის ძლიერი ჭავლით მუშავდება თქვენი სხეულის თითოეული ნაკვთი, ხდება ცხიმების დაშლის სტიმულაცია, კანისა და კუნთების ტონუსი და მთელი სხეულის ლიმფოდრენაჟი.

Body Care-ში აპარატული დამუშავების შემდეგ კეთდება ხელით მასაჟი, ეს კი ეფექტს აორმაგებს.

კომენტარები

comments

დააშეარეთ:

კომპანიის შესახებ

Body Care

Body Care – ეს არის სხეულის საკორექციო ცენტრი, სადაც ხდება გახდომა, სხეულის ნებისმიერი ზონის კორექცია. თქვენს სილამაზესა და მშვენიერებაზე ზრუნავს პროფესიონალი და გამოცდილი კოლექტივი ინდივიდუალური მეთოდოლოგიით.

Leave A Reply