გსმენიათ ხერხემლის სამკურნალო უნიკალური აპარატის შესახებ?
Nuga Best – ეს არის ხერხემლის გასაჭიმი აპარატი, რომლის საშუალებითაც Body Care-ში თქვენ ნამდვილად დაივიწყებთ ხერხემლის ტკივილს და დატკბებით ცხოვრებით.
ყველამ ვიცით, რომ ხერხემალი ჩვენი სხეულის ღერძია. თანამედროვე ცხოვრების სტილი (უმოძრაობა, მანქანა, კომპიუტერი, არასწორი კვება და ა.შ.) ახალგაზრდა ასაკშიც კი იწვევს ცვლილებებს ჩვენს ძვლოვან სისტემაში… შედეგად კი ვგრძნობთ უსიამოვნო ცვლილებებს ჩვენს სხეულში: ტკივილი სახსრებში და ზურგში, წონის არასწორი გადანაწილება, შეშუპება, თავის ტკივილები, დაქვეითებული მეტაბოლიზმი, ორგანიზმის ნაადრევი დაბერება და ა.შ…
რითი ვუშველოთ თავს?
გამოსავალი არსებობს და ის Nuga Best-ის აპარატშია.
ჩვენს ცენტრში არსებული თანამედროვე ფიზიოთერაპიული ტექნოლოგიები კომპლექსურად მკურნალობს ტკივილის გამომწვევ მიზეზს ხერხემლის დინამიური კორექციის საშუალებით. აქ ინდივიდუალურად შეგირჩევენ აპარატულ მეთოდიკებს – გალვანო-თერაპია, ულტრაბგერა, ამპლიპულსი, ინფრაწითელი სხივები, ელექტრო, ვაკუუმ-თერაპია და ა.შ.
ამავე დროს მასაჟისტი-რეაბილიტოლოგი გაგიკეთებთ მასაჟს, რომლის შერჩევაც, ასევე, ინდივიდუალურად ხდება.
ერთი პროცედურის ხანგრძლივობა 40 წუთია, ფასი – 30 ლარი.