სიახლე Body Care-ში – ტაილანდური იოგას მასაჟი

0

ტაილანდური მასაჟი – გამაჯანსაღებელი, თერაპიული მასაჟის სახეობაა, რომლის ისტორია 2005 წლის წინ, ინდოეთში დაიწყო, შემდეგ კი წარმატებით გავრცელდა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში.

მასაჟის არსი არის პასიური და ძალიან სასიამოვნო გაჭიმვები ყველა სახსარში და ერთდროულად ენერგეტიკულ მერიდიანებზე ზემოქმედება. სწორად გაკეთებული მასაჟის დროს, თქვენი სხეულის ენერგეტიკა ბუნებრივ მიმართულებას აღიდგენს და ხდება სამყაროს ენერგიის ნაწილი.

მასაჟი არ კეთდება ადგილობრივად, ის ყოველთვის კეთდება მთელ სხეულზე, რომ მოხდეს ენერგეტიკის სწორი გადადინება მისი უკმარისობის ზონებში. როგორც შედეგი კი – პაციენტი გრძნობს არამარტო ფიზიკურ სიმსუბუქეს და თავისუფლებას სახსრებში, არამედ სულიერ ამაღლებას და ჰარმონიას.

ტრადიციული ტაილანდური იოგას მასაჟი კარგია ყველა ადამიანისთვის. მისი მუშაობის ტექნიკა ისეთი მოქნილია, რომ თითოეულ შემთხვევაში იძლევა ინდივიდუალურად მიდგომის საშუალებას. 1,5 საათის განმავლობაში მასაჟისტი თქვენს მოდუნებულ სხეულს ისეთ ილეთებს აკეთებინებს, რაც არც კი გეგონათ რომ შეგეძლოთ, ეს ყველაფერი კი სიამოვნებაა და არა ტკივილი.

მასაჟის შედეგი:

  • სისხლის მიმოქცევის აღდგენა შინაგან ორგანოებში და მათი სწორი მუშაობის სტიმულაცია
  • სახსრებისა და მყესების მოძრაობის თავისუფლების აღდგენა
  • ხერხემლის მოქნილობის და ფორმის აღდგენა
  • კუნთოვანი მასის ელასტიურობისა და ტონუსის აღდგენა, სპაზმის მოხსნა
  • თავის ტკივილების მოხსნა
  • ლიმფური და კაპილარული სისტემის სტიმულაცია და როგორც შედეგი – ორგანიზმის გაწმენდა შლაკებისგან
  • ესთეტიური ეფექტი – წონის კლება, შეშუპების მოხსნა, გაახალგაზრდავება
  • ფიზიკური დატვირთვის შემდეგ დაძაბულობის მოხსნა

ამ ყველაფერს დაამატეთ რელაქს მუსიკა და არომათერაპია… და თქვენ Body Care-ში ხართ!

აჩუქეთ სხეულს სიმსუბუქის დაუვიწყარი წუთები მხოლოდ 50 ლარად!

კომენტარები

comments

დააშეარეთ:

კომპანიის შესახებ

Body Care

Body Care – ეს არის სხეულის საკორექციო ცენტრი, სადაც ხდება გახდომა, სხეულის ნებისმიერი ზონის კორექცია. თქვენს სილამაზესა და მშვენიერებაზე ზრუნავს პროფესიონალი და გამოცდილი კოლექტივი ინდივიდუალური მეთოდოლოგიით.

Leave A Reply