ვარჯიში დუნდულების გასამკვრივებლად და ფორმის გასაუმჯობესებლად

0

Body Care გთავაზობთ დუნდულების ვარჯიშს, რომელიც თქვენი სხეულის ერთ-ერთ ყველაზე „მნიშვნელოვან“  ნაწილს მეტ სიმკვრივესა და სიმრგვალეს მიანიჭებს.

1.დადექით კედელთან სწორად, პირით კედლისაკენ და მიეყრდენით მას ხელებით. შემდეგ დაჭიმული, გამართული ფეხი რიგ-რიგობით აწიეთ უკან.

2.დადექით და ხელები მხრების სიგანეზე გაშალეთ წინ, ამ მდგომარეობაში გააკეთეთ ბუქნები, ეცადეთ ხელები არ ჩამოსწიოთ.

3.დადექით, ფეხები გაშალეთ მხრების სიგანეზე, ნელ-ნელა ჩაიწიეთ (რამდენსაც შეძლებთ) და თითისწვერებზე აწევით დაუბრუნდით საწყის მდგომარეობას. ეს მოძრაობა კეთდება ძალიან ნელა.

4.დაწექით იატაკზე, ფეხები გაშალეთ და მოხარეთ მუხლებში. ასწიეთ წელი მაქსიმალურად (დაეყრდენით ხელებს) და თან მიატყუპეთ მუხლები, დაუბრუნდით საწყის მდგომარეობას ისევ გაშლილი მუხლებით.

5.დაწექით იატაკზე მარჯვენა/მარცხენა მხარეს. ხელით დაეყრდენით იატაკს, გაჭიმული ფეხი ასწიეთ მაღლა, გაიმეორეთ მოქმედება რამდენჯერმე. შემდეგ შეცვალეთ მხარე (მარჯვენა/მარცხენა).

6.შეგვიძლია იგივე ვარჯიში ოდნავ შევცვალოთ – მოხრილი ფეხი მივწიოთ მკერდისკენ, შემდეგ კი გავმართოთ ზემოთ (ანუ გვერდისკენ).

7.დადექით მუხლებზე, ხელებით დაეყრდენით იატაკს და ფეხები რიგ-რიგობით გამართეთ უკან.

დროთა განმავლობაში ვარჯიშების რაოდენობა გაზარდეთ. c0038272_Single-Leg-Forward-Reach.xxxlarge_2x

იცხოვრეთ ჯანსაღად და დატკბით საკუთარი სხეულით.

 

კომენტარები

comments

დააშეარეთ:

კომპანიის შესახებ

Body Care

Body Care – ეს არის სხეულის საკორექციო ცენტრი, სადაც ხდება გახდომა, სხეულის ნებისმიერი ზონის კორექცია. თქვენს სილამაზესა და მშვენიერებაზე ზრუნავს პროფესიონალი და გამოცდილი კოლექტივი ინდივიდუალური მეთოდოლოგიით.

Leave A Reply