თაფლის მასაჟი

0

ეს ტიბეტიდან მოსული უძველესი მეთოდიკა საუკუნების მანძილზე გამოიყენება სილამაზის აღსადგენად.

თაფლში არსებული ვიტამინების და მიკროელემენტების უზარმაზარი არსენალი, უკვე გადამუშავებული ფუტკრის ფერმენტების მიერ, მთლიანად იწოვება ჩვენს ორგანიზმში. თაფლი გაჟღენთილია მზის ენერგიით, რადგანაც ფუტკრები აგროვებენ ნექტარს მცენარის მხოლოდ მზიანი ნაწილიდან. ამიტომ ეს კონცენტრირებული მზის ენერგია მყისიერად იწოვება მასაჟის დროს.madu-dengan-pace-obat-alami-amandel

თაფლის მასაჟი ინტენსიურად წმენდს და ელასტიურს ხდის კანს, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და კანის სუნთქვას. შეწოვის მერე თაფლი იერთებს დაგროვილ ტოქსინებს, რომელიც სპეციალური სამასაჟო ტექნიკით ადვილად ამოდის კანის ზედაპირზე და ხდება კანის უნიკალური წმენდა. ესთეტიური თვალსაზრისით ამ დროს ხდება ცხიმოვანი ქსოვილის აღდგენა, მისგან ტოქსინების გამოსვლა და როგორც შედეგი – ცელულიტების დაშლა!

თაფლის მასაჟს აქვს აგრეთვე სამკურნალო ეფექტიც. ის ეფექტურია ვეგეტოდისტონიის, ქრონიკული ბრონქიტების, იმუნიტეტის დაქვეითების დროს, აგრეთვე სახსრების ნორმალური ფუნქციონირებისათვის.

ჩვენს ცენტრში თაფლის მასაჟი კეთდება მთელს სხეულზე. ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ არ დარჩეს “ცივი” ზონები და მოხდეს სრული დრენაჟი. მაშინ ხდება ტოქსინების უპრობლემო გამოსვლა.

Body Care-ში ტარდება საერთო ანტიცელულიტური მასაჟი კრემით, შემდეგ თაფლის მასაჟი სპეციალური ტექნიკით და ბოლოს საუნა.
ხანგრძლივობა – 2 საათი.

კომენტარები

comments

დააშეარეთ:

კომპანიის შესახებ

Body Care

Body Care – ეს არის სხეულის საკორექციო ცენტრი, სადაც ხდება გახდომა, სხეულის ნებისმიერი ზონის კორექცია. თქვენს სილამაზესა და მშვენიერებაზე ზრუნავს პროფესიონალი და გამოცდილი კოლექტივი ინდივიდუალური მეთოდოლოგიით.

Leave A Reply