უგემრიელესი ქლიავის დიეტა

0

Three plums with leaves on white background.შავი ქლიავის ნოყიერობის წყალობით, დიეტის დღეებში არ შეგაწუხებთ შიმშილის შეგრძნება. შავი ქლიავი დიდი რაოდენობით პექტინს შეიცავს, რაც აწესრიგებს ნაწლავებს და წმენდს ორგანიზმს. ის შეკრულობის საწინააღმდეგო ბუნებრივ საშუალებადაც გვევლინება და სასიცოცხლოდ აუცილებელია გულის ფუნქციონირებისთვისაც. შავ ქლიავს შარდმდენი ეფექტიც აქვს. ის დიდი რაოდენობით კალიუმს, მაგნიუმს, ფოსფორს, რკინას, ბეტა კაროტინს, ორგანულ მჟავებსა და B/C ვიტამინებს შეიცავს.

დიეტისთვის შერჩეული შავი ქლიავი არც ძალიან მწარე უნდა იყოს და არც ძალიან ტკბილი. იდეალურ ვარიანტს მკვეთრი შავი, მაგარი ქლიავი წარმოადგენს.

I დღე

საუზმე: 1 ც. მოხარშული კვერცხი, 1 ატამი, უშაქრო ყავა და 1-2 შავი ქლიავი.
სადილი: ბოსტნეულის სუპი კარტოფილის გარეშე, 1 ნაჭერი ჭვავის პური, 2 ც. ნიგვზის ლებანი, 8 ც. შავი ქლიავი და უშაქრო ჩაი.
ვახშამი: 1 ც. ცხიმგამოცლილი ყველი (ანუ ცხელწყალგადავლებული), 1 ნაჭერი მოხარშული თევზი, 1 ატამი და უშაქრო ჩაი.

II დღე

საუზმე: 30 გრ. ყველი, 2 ც. შავი ქლიავი და უშაქრო ყავა.
სადილი: ბოსტნეულის სუპი, 1 ნაჭერი ჭვავის პური, 100გრ. მოხარშული საქონლის ხორცი, 2-3 ც. ნუში და მწვანე ჩაი.
ვახშამი: ცოცხალი ბოსტნეულის სალათი, 4 ც. შავი ქლიავი და მწვანე უშაქრო ჩაი.

III დღეplums-aug-2011

საუზმე: 1 ნაჭერი ჭვავის პური თხელ ნაჭერ უცხიმო ლორთან და ყველთან ერთად, 3 ც. შავი ქლიავი და უშაქრო ყავა.
სადილი: ბოსტნეულის სუპი, 1 ნაჭერი ჭვავის პური, პომიდორი (კანგაცლილი), პატარა კარტოფილი, 2ც. შავი ქლიავი და უშაქრო ჩაი.
ვახშამი: 1 ნაჭერი ჭვავის პური, 1 ჭიქა კეფირი, 5 ც. შავი ქლიავი და უშაქრო ჩაი.

IV დღე

საუზმე: კეფირში გახსნილი ნახევარი ჭიქა შვრია (გერკულესი), 4 ც. შავი ქლიავი და უშაქრო ყავა.
სადილი: ბოსტნეულის სუპი კარტოფილის გარეშე, 1 ნაჭერი ჭვავის პური, კიტრი, პომიდორი (კანგაცლილი), 2 ც. შავი ქლიავი და უშაქრო ჩაი.
ვახშამი: 1 ნაჭერი ჭვავის პური თხელ ნაჭერ ლორთან და ყველთან ერთად, 1ც. ატამი, 6 ც. შავი ქლიავი და უშაქრო ჩაი.

კომენტარები

comments

დააშეარეთ:

კომპანიის შესახებ

Body Care

Body Care – ეს არის სხეულის საკორექციო ცენტრი, სადაც ხდება გახდომა, სხეულის ნებისმიერი ზონის კორექცია. თქვენს სილამაზესა და მშვენიერებაზე ზრუნავს პროფესიონალი და გამოცდილი კოლექტივი ინდივიდუალური მეთოდოლოგიით.

Leave A Reply