გოგრა – ჯანმრთელობისთვის აუცილებელი პროდუქტი!

0

შემოდგომაზე ტრადიციისამებრ ბევრ სხვა ხილთან ერთად ჩვენს მაგიდაზე ჩნდება გოგრა. ეს მზისფერი პროდუქტი განსაკუთრებულ განწყობაზე გვაყენებს. ბევრ ქვეყანაში კი ის ღმერთების საკვებადაც კი მოიხსენიება.

3რატომ? ჩვენ გაგაცნობთ მის დადებით თვისებებს:

გოგრა შეიცავს ვიტამინების მთელ კომპლექსს და განსაკუთრებული კი მასში არის ვიტამინი K (რომელიც სისხლის შედედებაზე მოქმედებს) და იშვიათი ვიტამინი T (რომელიც მკვეთრად აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას, გვეხმარება მძიმე საკვების მოენლებაში და გვიცავს გასუქებისგან).

გოგრაში რკინა ვაშლზე დიდი რაოდენობით შედის (ამიტომ კარგია დაბალი ჰემოგლობინის დროს). კალიუმის დიდი რაოდენობა კი განაპირობებს გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაცვას და აგრეთვე გვიცავს შეშუპებისგან.

გოგრა დაბლა წევს გლუკოზის დონეს სისხლში. ის არის ნაღველმდენი, შარდმდენი, იცავს კუჭის ლორწოვანას. მასში შემავალი დიდი რაოდენობით კაროტინის შემცველობა კი დადებითად მოქმედებს ჩვენს მხედველობაზე. ასევე გამოჰყავს ტოქსინები და ცუდი ქოლესტერინი ჩვენი ორგანიზმიდან; ხსნის ღებინების სპაზმებს და გამოიყენება ზღვის დაავადებისა და ტოქსიკოზის დროს.

გოგრის წვენი ამშვიდებს და აუმჯობესებს ძილს, გოგრის თესლი კი არის უებარი ანტიპარაზიტული საშუალება.

საინტერესოა, რომ გოგრა ანელებს დაბერების პროცესს; გამოიყენება კოსმეტოლოგიაში, როგორც ანთებსაწინააღმდეგო და კანის უჯრედების გამაახალგაზრდავებელი საშუალება.

შეიცავს სულ 23 კკალ-ს და მისგან შეიძლება უამრავი დიეტური კერძის მომზადება!

კომენტარები

comments

დააშეარეთ:

კომპანიის შესახებ

Body Care

Body Care – ეს არის სხეულის საკორექციო ცენტრი, სადაც ხდება გახდომა, სხეულის ნებისმიერი ზონის კორექცია. თქვენს სილამაზესა და მშვენიერებაზე ზრუნავს პროფესიონალი და გამოცდილი კოლექტივი ინდივიდუალური მეთოდოლოგიით.

Leave A Reply