სტოუნოთერაპია – უძველესი ტიბეტური მეთოდი

0

ცხელი ქვების მასაჟი – ეს რელაქს-მასაჟებს შორის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი პროცედურაა, რომელიც სრულდება ვულკანური წარმოშობის ქვებით. ის ხსნის სტრესს, დუნდება დაძაბული კუნთები, ადამიანი თავისუფლდება უარყოფითი ემოციებისგან, ეხსნება დაღლილობა და დეპრესიული განწყობა. მასაჟს გააჩნია, აგრეთვე, ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი.

ცხელი ქვების მასაჟი ტარდება ცხელი ბაზალტის ქვებით, რომელთაც ახასიათებთ ღრმა სარელაქსაციო და გამწმენდი ეფექტი, ვარჯიშდება სისხლძარღვები. პროცედურა ხშირად მთავრდება ჟანსაღი ძილით.

მნიშვნელოვანია, რომ ნატურალურ ქვებს გააჩნია უნარი თავის თავზე მიიღონ თქვენი უარყოფითი ინფორმაცია და შეინარჩუნონ იგი. ამიტომ ყოველი პროცედურის შემდეგ ქვები ირეცხება გამდინარე წყალში და მერე თბება, რათა კვლავ დაიმუხტოს დადებითი ენერგიით.

Body Care-ის ცხელი ქვების მასაჟი კეთდება 4 ხელში და გრძელდება 1სთ 40წთ. მასაჟის ეფექტი ნარჩუნდება რამდენიმე დღის განმავლობაში.

სტოუნთერაპია (ცხელი ქვების მასაჟი) – ეს უძველესი ტიბეტური მეთოდი მხოლოდ ტიბეტელმა ბერებმა იცოდნენ. ჩინგიზ-ხანმა დაიპყრო ტიბეტი და ეს მკურნალები თავის მოქმედ ჯარში წაიყვანა. ამით არმიის ბრძოლისუნარიანობა ბევრად აამაღლა. ბრძოლის შემდეგ მეომრებს ეს მასაჟი უკეთდებოდათ და ორგანიზმის შინაგან რესურსებს სწრაფად აღიდგენდნენ.

ვულკანური წარმოშობის ცხელი ქვების უნიკალური თვისებები, ბიოენერგეტიკული მასაჟის მეშვეობით, ღრმა რელაქსაციაში გვეხმარება და სხეული ჰარმონიაში მოყავს. 

კომენტარები

comments

დააშეარეთ:

კომპანიის შესახებ

Body Care

Body Care – ეს არის სხეულის საკორექციო ცენტრი, სადაც ხდება გახდომა, სხეულის ნებისმიერი ზონის კორექცია. თქვენს სილამაზესა და მშვენიერებაზე ზრუნავს პროფესიონალი და გამოცდილი კოლექტივი ინდივიდუალური მეთოდოლოგიით.

Leave A Reply