ყველაზე გემრიელი სპა პროცედურა

0

იცით თუ არა, რომ სიტყვა „შოკოლადი“ კაკაოს მარცვლებისგან დამზადებული სასმელის „ჩოკოლატლის“ დასახელებიდან მომდინარეობს. აცტეკების ენაზე „ჩოკოლი სიმწარეს ნიშნავს, ხოლო „ატლი“ წყალს, რომლისგანაც შოკოლადის სასმელი მზადდება.

შოკოლადის, ისევე როგორც კაკაოს ხის, სამშობლოდ ცენტრალური და სამხრეთ ამერიკა ითვლება. ასწლეულების მანძილზე, შოკოლადი გამოიყენებოდა როგორც სასმელი – დაფქვილ და მოხალულ კაკაოს მარცვლებს ინდიელები წყალს ურევდნენ, ხოლო შემდეგ ამ ნარევს წითელ წიწაკას (ჩილი) უმატებდნენ.

შოკოლადის ისტორია ძალიან ადრე დაიწყო, დაახლოებით 3000 წლის წინ. პირველად სიტყვა კაკაომ გაიჟღერა, როგორც «kakawa»-მ დაახლოებით 1000 წლის წინ ჩვენს მექსიკის ყურეში, მაშინ როდესაც ჯერ მხოლოდ იწყებოდა ოლმეკების ცივილიზაციის აღორძინება. ოლმეკების შემდეგ მაიას ტომებმა გააგრძელეს ტრადიცია და სწორედ მათ ეკუთვნით ველური კაკაოს ხის კულტივირება.

ჩაიძირეთ ენდორფინების ოკეანეში, გვეწვიეთ შოლოლადის მასაჟის დაუვიწყარ პროცედურეაზე, იგრძენით თავი ბედნიერად და დაივიწყეთ ყოველგვარი სტრესი!

ჩვენი შოკოლადის მასაჟი – ეს ყველაზე გემრიელი სპა-პროცედურაა, რომელიც ენდორფინების – ბედნიერების ჰორმონების უდიდესი მარაგით გვავსებს. ამავე დროს ეს მასაჟი კარგად ატენიანებს კანს, ხდის მას უფრო გლუვსა და ხავერდოვანს.

შოკოლადში შემავალი კოფეინი აჩქარებს ნივთიერებათა ცვლას, ამინომჟავები კი კვებავს კანს. ამ ყოველივეს ასევე რბილი პილინგის ზემოქმედებაც აქვს.

კომენტარები

comments

დააშეარეთ:

კომპანიის შესახებ

Body Care

Body Care – ეს არის სხეულის საკორექციო ცენტრი, სადაც ხდება გახდომა, სხეულის ნებისმიერი ზონის კორექცია. თქვენს სილამაზესა და მშვენიერებაზე ზრუნავს პროფესიონალი და გამოცდილი კოლექტივი ინდივიდუალური მეთოდოლოგიით.

Leave A Reply