სანამ ხერხემალი შეგაწუხებთ

0

სტატისტიკის თანახმად, მთელს მსოფლიოში მოსახლეობის 90%-ს ხერხემალთან დაკავშირებული პრობლემები აწუხებს – ოსტეოქონდროზი, რადიკულიტი, მალთაშუა თიაქარი, ტანდეგობის შეცვლა.

ხერხემალი ჩვენი სხეულის ღერძია. ადამიანის სხეულის ვერტიკალური მდგომარეობის გამო  კი მასზე ბევრი ფაქტორი უარყოფითად აისახება – უძრავი ცხოვრების წესი, ასაკი, კომპიუტერი და ა.შ.
ხერხემლის მკურნალობა – ეს ხანგრძლივი და „ბეჯითი“  პროცესია.
ხერხემლიდან გამოსული ნერვები ჩვენი ორგანიზმის ყველა მხარეს მიემართება. ამიტომ მათმა დაზიანებამ, ცნობილი სიმპტომების გარდა (რადიკულიტი, იშიაზი),  შეიძლება, გამოიწვიოს თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ნაღვლის ბუშტის დისკინეზია…  და, რაც არ უნდა გაგიკვირდეთ, ღვიძლის გადიდების, კოლიტის და გასტრიტის მიზეზიც კი შეიძლება გახდეს.
ამიტომ სანამ ამ მდგომარეობამდე მივალთ, მივმართოთ სხეულის გამაჯანსაღებელ პროცედურებს (მასაჟები, ვარჯიშები). ამით თავიდან აიცილებთ შემდგომ გართულებებს, სადაც უკვე აპარატული  მკურნალობა, მედიკამენტები და ოპერაციული ჩარევაც კი ხდება აუცილებელი.
21-ე საუკუნეში ყველა სამუშაო ადგილზე არის აუცილებელი ატრიბუტი – კომპიუტერი, რომელიც ხერხემლის პირველი მტერია. მასაჟი კი ასიმეტრიულად გამკვრივებული კუნთების გასწორების საუკეთესო საშუალებაა.
მასაჟის მრავალი სახეობიდან ყველაზე სასიამოვნო და ამავე დროს არამარტო ხერხემლის, არამედ მთელი ორგანიზმის გამაჯანსაღებელია ცხელი ქვების და წყალქვეშა მასაჟი.

სტოუნთერაპია (ცხელი ქვების მასაჯი) – ეს უძველესი ტიბეტური მეთოდი მხოლოდ ტიბეტელმა ბერებმა იცოდნენ.  ჩინგიზ-ხანმა დაიპყრო ტიბეტი, ეს მკურნალები თავის მოქმედ ჯარში წაიყვანა და ამით არმიის ბრძოლისუნარიანობა ბევრად აამაღლა.
ბრძოლის შემდეგ მეომრებს ეს მასაჟი უკეთდებოდათ და ორგანიზმის შინაგან რესურსებს სწრაფად აღიდგენდნენ.  ვულკანური წარმოშობის ცხელი ქვების უნიკალური თვისებები, ბიოენერგეტიკული მასაჟის მეშვეობით, ღრმა რელაქსაციაში გვეხმარება და ჩვენი სხეულიჰარმონიაში მოყავს.

hidroჰიდრომასაჟი (ანუ წყალქვეშა მასაჟი) – კეთდება კომფორტულ, დიდ აბაზანაში. ძლიერი წყლის ჭავლით მასაჟისტი წყალქვეშ ამუშავებს სხეულის ყოველ ნაკვთს. აქ თბილი წყლის დამამშვიდებელ მოქმედებას ემატება კუნთების ტონუსი და მთელი სხეულის ლიმფოდრენაჟი.  ღრმად მუშავდება ხერხემლის ყველა კუნთი. ხახუნის ძალა წყალში მინიმუმამდეა დაყვანილი, ამიტომ ეს ძლიერი პროცედურა  ამავე დროს ძალიან სასიამოვნო განცდაა.

სტოუნთერაპიით და ჰიდრომასაჟით არამარტო ორგანიზმს გაიჯანსაღებთ, არამედ თქვენს ხერხემალს შემდგომ გართულებებსაც ააცილებთ.

გასწორდით მხრებში და იმედით შეხედეთ მომავალს

თქვენი მარი მილორავა

კომენტარები

comments

დააშეარეთ:

კომპანიის შესახებ

Body Care

Body Care – ეს არის სხეულის საკორექციო ცენტრი, სადაც ხდება გახდომა, სხეულის ნებისმიერი ზონის კორექცია. თქვენს სილამაზესა და მშვენიერებაზე ზრუნავს პროფესიონალი და გამოცდილი კოლექტივი ინდივიდუალური მეთოდოლოგიით.

Leave A Reply