სარელაქსაციო მასაჟები

 

Model Imageარტ სკრაბი – თავისუფლდებით მკვდარი უჯრედებისაგან და დაგროვილი სტრესისგან, კანი ხდება    მბზინავი  და  ელასტიური – ფასი 70 ლარი, ხანგრძლივობა – 2 სთ 20 წთ.

 შოკოლადის მასაჟი – ყველაზე გემრიელი სპა პროცედურა, რომელიც ენდორფინების ოკეანეში  გძირავთ –  ფასი 60 ლარი, ხანგრძლივობა – 2 საათი.

სტოუნთერაპია – ვულკანური წარმოშობის ქვების უნიკალური თვისებები გეხმარებათ ღრმა  რელაქსაციაში –  ფასი 60 ლარი, ხანგრძლივობა – 1 სთ 40 წთ.

ტაილანდური იოგას მასაჟი – მასაჟი არ კეთდება ადგილობრივად, ის ყოველთვის კეთდება მთელ სხეულზე, რომ მოხდეს ენერგეტიკის სწორი გადადინება მისი უკმარისობის ზონებში. როგორც შედეგი კი – პაციენტი გრძნობს არამარტო ფიზიკურ სიმსუბუქეს და თავისუფლებას სახსრებში, არამედ სულიერ ამაღლებას და ჰარმონიას. ფასი 50 ლარი, ხანგრძლივობა 1 სთ 30 წთ.

პლანტარული მასაჟი – მასაჟის შედეგად ღრმა კუნთოვან ფენებში უმჯობესდება სისხლის მიმოქცევა, იხსნება სახსროვანი ბლოკები და კუნთოვანი სპაზმი. უკან იხევს ტკივილი, ჩქარდება ნივთიერებათა ცვლა, სხეული კი დუნდება და თბება.  ფასი – 45 ლარი, ხანგრძლივობა – 1 საათი.

ცხელი მანდარინების მასაჟი “კლეოპატრა” – მასაჟი კეთდება თბილი თაფლით, ცხელი მანდარინებითა და ცხელი ქვებით, აქვს ანტიცელულიტური, დამატენიანებელი, რელაქს ეფექტი და თანაც თქვენს საუკეთესო შედეგზე 3 მასაჟისტი ზრუნავს! ფასი 80 ლარი

რელაქს-მასაჟი არომაზეთებით – ფასი 50ლარი, ხანგრძლივობა 1 საათი.


საკორექციო-გასახდომი პროცედურები

Slim body

პრესოთერაპია – უნიკალური საშუალება   ცელულიტების   დასამარცხებლად. აპარატი აღადგენს ლიმფოდრენაჟს, ხსნის   შეშუპებას და ააქტიურებს   ნივთიერებათა ცვლას. ფასი – 45 ლარი,   ხანგრძლივობა – 40 – 60 წუთი.

ვაკუუმური მასაჟი – უნივერსალური პროცედურა, რომელიც აერთიანებს თერაპიულ და   კოსმეტოლოგიურ ელემენტებს. ხდება ძლიერი ლიმფოდრენაჟი, იშლება ღრმა ცელულიტები და     იჭიმება კანი. ფასი – 40 ლარი, ხანგრძლივობა – 45 – 50 წუთი

Esma – მრავალფუნქციური აპარატი, ესთეტიური და გამაჯანსაღებელი ფუნქციებით, პროცედურები       აძლევს თქვენს სხეულს სასურველ ფორმებს და აჯანსაღებს მას. ამ აპარატის 15 წუთიანი სასიამოვნო     პროცედურა რამდენიმე საათიანი ვარჯიშის ტოლფასია. ფასი – 40 ლარი, ხანგრძლივობა – 45 წუთი.

Ionto-Komed – აპარატი აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და ნივთიერებათა ცვლას უჯრედულ     დონეზე. აგრეთვე აუმჯობესებს ვენურ ტონუსსა და ქსოვილების ჟანგბადით მომარაგებას, აახალგაზრდავებს კანს და გეხმარებათ კალორიებთან ბრძოლაში. ფასი – 40 ლარი, ხანგრძლივობა – 45 წუთი.

პარაფანგო – ზღვის წყალმცენარეებისა და პარაფინის ერთობლივი მოქმედება ათავისუფლებს ორგანიზმს ტოქსინებისაგან და ამკვრივებს კანს. ამ პროცედურის შემდეგ თქვენი სხეული რეალურად მცირდება სანტიმეტრებით. ფასი – 60 ლარი, ხანგრძლივობა – 1 საათი 30 წუთი.

ჰიდრომასაჟი – კომფორტულ დიდ აბაზანაში ძლიერი წყლის ჭავლით მუშავდება თქვენი სხეულის თითოეული ნაკვთი. აქ თბილი წყლის დამამშვიდებელ მოქმედებას ემატება ცხიმების დაშლის სტიმულაცია, კანისა და კუნთების ტონუსი და მთელი სხეულის ლიმფოდრენაჟი. ფასი – 45 ლარი, ხანგრძლივობა – 50 წუთი. 

თაფლის მასაჟი – ორმაგი მასაჟი – მოსამზადებელი და შემწოვ – ვიბრაციული და ბოლოს     საუნა. ფასი –   60 ლარი. ხანგრძლივობა – 1,5 – 2 საათი.

ლიმფოდრენაჟული მასაჟი – ხსნის შეშუპებას, არბილებს ღრმა ცელულიტებს და გამოყავს     ის სითხესთან ერთად. ფასი – 40 ლარი, ხანგრძლივობა – 50 წუთი.

ბრაზილიური მასაჟი – აღადგენს დრენაჟულ სისტემას, ხელს უწყობს ცელულიტების     დაშლას, განსაკუთრებით დუნდულებისა და გალიფეს მიდამოებში. აგრეთვე დუნდულა     კუნთებს წევს მაღლა.  ფასი    – 45 ლარი, ხანგრძლივობა – 1 საათი.

ანტიცელულიტური მასაჟი – ეს არის ცელულიტებთან ბრძოლის ძირითადი საშუალება. ფასი – 40   ლარი,   ხანგრძლივობა – 50 წუთი.

Nuga-Best – თქვენ შეგიძლიათ დაივიწყოთ ხერხემლის ტკივილები და დატკბეთ ცხოვრებით. ამაში   დაგეხმარებათ ნეფრიტის, თურმალინისა და ინფრაწითელი სხივების ერთობლივი ჯადოსნური ეფექტი.   ფასი – 30 ლარი, ხანგრძლივობა – 40 წუთი.


ხერხემლის სამკურნალო და გასაჭიმი აპარატები

ხერხემალი ეს არის ჩვენი სხეულის ღერძი. თანამედროვე ცხოვრების სტილი (უმოძრაობა, მანქანა, კომპიუტერი, არასწორი კვება და აშ.) ახალგაზრდა ასაკშიც კი იწვევს ცვლილებებს ჩვენს ძვლოვან სისტემაში და… როგორც შედეგი ჩნდება შემდეგი ცვლილებები: ტკივილი სახსრებში და ზურგში, წონის არასწორი გადანაწილება, შეშუპება, თავის ტკივილები, დაქვეითებული მეტაბოლიზმი, ორგანიზმის ნაადრევი დაბერება და ა.შ. რით ვუშველოთ თავს?!

ა) ჩვენს ცენტრში არსებული თანამედროვე ფიზიოთერაპიული ტექნოლოგიები კომპლექსურად მკურნალობს მიზეზსა და შედეგს ხერხემლის დინამიური კორექციის საშუალებით. ჩვენთან ინდივიდუალურად გირჩევთ აპარატულ მეთოდიკებს (გალვანო-თერაპია, ულტრაბგერა, ამპლიპულსი, ინფრაწითელი სხივები, ელექტრო და ვაკუუმ თერაპია, თურმალინოთერაპია და ა.შ.)

ბ) ამავე დროს მასაჟისტ-რეაბილიტოლოგი გაგიკეთებთ ინდივიდუალურად შერჩეულ მასაჟს (კლასიკური, მანუალური, სეგმენტალური, წერტილოვანი, პლანტარული და ა.შ.) ნებისმიერი მკურნალობის დროს, თუ მხედველობაში არ ვიღებთ ხერხემლის პრობლემებს, მკურნალობამ შეიძლება სასურველი შედეგი არ მოგვცეს!


კოსმეტოლოგია

Picture 119სახის მსუბუქი და ღრმა წმენდა, ზურგის წმენდა, ზედაპირული, საშუალო და ღრმა პილინგი, სახის დამატენიანებელი პროცედურები, აკნეს მკურნალობა, ლიფტინგ – პროცედურები, ანტიკუპეროზული პროგრამა, პლაზმოლიფტინგი, ბიორევიტალიზაცია, მეზოთერაპია კოქტეილებით, კონტურული პლასტიკა, ბოტოქსი-დისპორტი.

ჩვენს ცენტრში ასევე ტარდება სახის კორექციის კურსი, სადაც შედის ვაკუუმური მასაჟი, სახის აპარატული აჭიმვა და კუნთების გამკვრივება და ასევე სახის პლასტიური მასაჟი. პროცედურის შედეგად კანის სტრუქტურა მკვეთრად უმჯობესდება, იძენს მბზინვარებას და იჭიმება. პროცედურის ფასი 60ლარი, ხანგრძლივობა – 1,5-2 საათი.

 


მასაჟისტის გამოძახება სპეციალური სამასაჟე საწოლით

1Body Care მასაჟისტის სახლში გამოძახების შესაძლებლობასაც გთავაზობთ! ჩვენი პროფესიონალი მასაჟისტი თავისივე სპეციალური სამასაჟე საწოლით მოვა თქვენთან და სახლში, კომფორტულ გარემოში მოგემსახურებათ! ბინაზე მისვლით კეთდება რელაქს მასაჟები – ცხელი ქვების მასაჟი, „არტ-სკრაბი“, შოკოლადის მასაჟი 4 ხელში, მასაჟი არომა ზეთებით და სხვა პროცედურები – ბრაზილიური, ანტიცელულიტური, ლიმფოდრენაჟული, ფეხის გულების, თაფლის და ხერხემლის სამკურნალო მასაჟები!